08:40 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 11:02:10, 1057 ნახვა

კომენტარი
კაკულია ფოთში ახალი პორტის მშენებლობაზე - ეს არ ნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტი პრიორიტეტული აღარ არის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრიორიტეტები არ შეცვლია.

კაკულია აღნიშნავს, რომ ფოთში ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს.

"არ ვთვლი მე, რომ ეს ეჭვების გაჩენის საფუძველს იძლევა. ფოთის შემთხვევაში განვითარება უნდა მოხდეს იქ იმ ინფრასტრუქტურის, რაზეც საუბარია. ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად დააზუსტოს პერსპექტივები ანაკლიის პორტის. პასუხი იმაზე ნიშნავს თუ არა ეს რაღაცა პრიორიტეტების ცვლილებას, ჩემი პასუხი არის რომ არ ნიშნავს“, - აცხადებს რომან კაკულია.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის პროექტის პარალელურად, ფოთში ახალი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics