|
2019-05-29 16:45:08, 2107 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის პარტია უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა", რომელიც მან უკრაინაში დააფუძნა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ "აპოსტროფთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ პარტია შეუდგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. "ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება გვაქვს. როგორც პარტია, წავალთ ამ არჩევნებზე და შევეცდებით დავიცვათ ის ფილოსოფია და პროექტები, რომლის განხორციელება გვინდა, როგორც პოლიტიკურ პარტიას. ჩვენი მომზრეები ჩვენგან ქმედით ნაბიჯებს ელიან", - განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნა. დღეს ოდესისი ყოფილი გუბერნატორი ვარშავაში ჩაფრინდა, სადაც მას, უკრაინის საელჩოში ახალი პირადობის მოწმობა გადასცეს. პოლიტიკოსი დრესვე კიევში გაემგზავრება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)