08:39 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 15:40:07, 1062 ნახვა

კომენტარი
ბოკერია სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე: მთავრობამ, უმჯობესია, ფანტომების დევნას თავი დაანებოს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ფაქტს დადებითად აფასებს. ს

სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დეპუტატი აცხადებს, რომ უმჯობესია "ქართულმა ოცნებამ" ფანტომების დევნას თავი დაანებოს. 

"მე და "ევროპული საქართველო", ზოგადად უკრაინის პოლიტიკაზე განცხადებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდით. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ჩვენ ვუჭერთ უკრაინას მხარს რუსული აგრესიის წინაათმდეგ. თუმცა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გამონაკლისი შემთხვევა იყო, რადგან აშკარა უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ამიტომ, კარგია, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინაში ეს პრობლემა აღმოიფხვრა და მოქალაქეობა დაუბრუნეს. რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს: მე ვურჩევდი ივანიშვილის გუნდს, რომ სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, სანამ წააგებენ არჩევნებს,რაც აუცილებლად მოხდება, რაღაც პერიოდი მაინც გონს მოეგონ და იმ საქმის კეთება დაიწყონ, რისთვისაც ხალხმა აირჩია და არა პოლიტიკური ოპონენტების და მათი ფანტომების დევნა, რაც საზიანოა ქვეყნისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics