|
2019-05-29 13:06:00, 1202 ნახვა
კომენტარი
ბესელია სააკაშვილზე: ეჭვიც არ მეპარება, რომ ვლადიმერ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას ინანებს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ინანებს. ბესელია არ გამორიცხავს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნდება, ამას საქართველოსთვის უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. "სააკაშვილის პერსონა ძალიან ტრაგიკომიკური პერსონაა, ქართულ პოლიტიკაში და არა მხოლოდ. მისი პოლიტიკური ისტორიიდან, არა მხოლოდ ის ეტაპია მძიმე, როდესაც ის საქართველოში პრეზიდენტი იყო, ის პერიოდი, როდესაც სამართლებრივი თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების კუთხით, საქართველოში ყველაზე მძიმე რეჟიმი ჩამოყალიბდა, მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოლო გადაწყვეტილება იყო, როდესაც მან საქართველოს მოქალაქეობის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის მოქალაქეობა აირჩია. მან ძალიან კარგად იცოდა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობას იღებდა, რომ ეს ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას ნიშნავდა. ჩვენ მაშინ არ გვქონდა კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. როდესაც ასეთი არჩევანი გააკეთა მან, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. შენი ქვეყნის მოქალაქეობა ეს არა მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ბმაა, არამედ ისეთი მორალური და ემოციური ბმაა საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან, როდესაც ეს იცვლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობით, იქ პოლიტიკოსისთვის წერტილი ისმევა. ამის შემდეგ, მე მის ქმედებებში მხოლოდ დესტრუქციას ვხედავ და ვერაფერს სასიკეთოს. მე არ შევაფასებ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მან უნდა ახსნას, თუ ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანის (სააკაშვილის) ქმედებებს საქართველოზე, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ,მხოლოდ დესტრუქციული და არაფერი კარგი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას ინანებს, როგორც პოროშენკომ ინანა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)