|
2019-05-28 19:23:06, 1240 ნახვა
კომენტარი
მელია - წელიწადის ამ დროს, ლარი ყოველთვის მყარდებოდა, დღეს კი ვხედავთ, რომ ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ვარაუდობს, რომ ლარი ზამთარში კიდევ უფრო გაუფასურდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ხელისუფლების პირობებში ვალუტის გაუფასურება გარდაუვალია. „გაუაზრებელმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით. "ქართულ ოცნებაში" არ არსებობს არცერთი კომპეტენტური ადამიანი, ვინც ხელს შეუწყობს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. თუკი გადავხედავთ განვლილ 7 წელიწადს, ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, წელიწადის ამ დროს, ლარი ყოველთვის მყარდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ ამ პერიოდში ლარი ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა. სულაც არაა აუცილებელი, რომ ფინანსისტი იყო იმის სავარაუდოდ, რომ ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი. რა არის გამოსავალი? რა რჩევები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ? არანაირი. მნიშვნელობა არა აქვს: როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, პრემიერ-მინისტრად ბატონი ბახტაძე გვყავს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი კობახიძე გვყავს და ანრი ოხანაშვილი "ქართული ოცნების" წამყვანი პოლიტიკოსია, ლარი გაუფასურდება, აბა რა მოხდება?!“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)