|
2019-05-28 12:12:26, 1141 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე გარეჯში მიმდინარე აქციაზე: ასეთი „ვაი პატრიოტული“ ქმედებები სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, დავით გარეჯში აქციის ჩატარებამ შეიძლება ქვეყნისთვის სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დეპუტატი ვითარების გამწვავებაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. "დავით გარეჯის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად კი საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებების პირდაპირი დამსახურებაა, ისევე, როგორც მოშლილი სახელმწიფოებრივი მანქანის და იმის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო კომისია არ მუშაობდა. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რაც დღეს ხდება. მე მესმის, რომ არიან ადამიანები, რომელთან გულწრფელად უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ და გულწრფელად პატრიოტული მოტივები აქვთ რომ ეს პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ მოგვარდეს, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხშირად ასეთი ურა პატრიოტიზმი და ვაი პატრიოტული ქმედებები, განცხადებები, გამოსვლები, დემარშები და სხვა შეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო გართულების გამომწვევი იყოს. ამიტომ, მე მინდა ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისა და ნაბიჯებისგან, ისეთი განცხადებებისა და ჟესტებისგან, რომელთაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)