|
2019-05-27 17:29:22, 871 ნახვა
რეგიონი
ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ერთად შპს „ნოვა"-ს ინფრასტრუქტურა მოინახულა და განახლებული საწარმო გახსნა. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა განხორციელებული პროექტის და მისი მნიშვნელობის შესახებ როგორც რეგიონის ისე ქვეყნის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია ,,ნოვა" 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და კომპანიაში 340 ადამიანია დასაქმებული. პროექტი EBRD-ის და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და კომპანიას საშუალებას აძლევს დამატებით 10 საწარმოო ხაზი განათავსოს თბილისისა და ბათუმის ფილიალებში. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და EBRD-ის წარმომადგენლები საქართველოში.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)