|
2019-05-27 14:48:28, 2000 ნახვა
მსოფლიო
ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა იტალიაში, საფრანგეთში, უნგრეთში და ბრიტანეთში გაიმარჯვეს
ევროპის საპარლამენტო არჩევნებში 2014 წლის შემდეგ გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა. უნგრეთში, ევროპარლამენტის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დათვლის შედეგად, „ფიდესმა“ ხმების 52% მოიპოვა. მეორე ადგილზე ხმების 16,3%-ით მემარცხენე დემოკრატიული კოალიციაა, მესამე ადგილზეა ლიბერალური პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა 9,7%-მა დაუჭირა მხარი. ბრიტანეთში პირველადი შედეგებით, ნაიჯელ ფარაჯის ბრექსიტის პარტია ლიდერობს. საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა რენესანსის ალიანსმა ხმათა 22.5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, მარინ ლე პენმა და მისმა ულტრა-მემარჯვენე ანტი-საიმიგრაციო პარტიამ 24%. იტალიაში, წარმატებას მიაღწია შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ულტრა-მემარჯვენე პარტიამ ხმათა 30%-ით. ზოგიერთ რეგიონში "ლიგამ" 45 პროცენტიანი მხარდაჭერაც მიიღო. ვიცეპრემიერმა სალვინიმ ამომრჩეველს გამოჩენილი მხარაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 21 ქვეყანაში კვირას გაიმართა. მანამდე ევროპარლამენტის არჩევნები შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)