|
2019-05-27 11:34:53, 1215 ნახვა
კომენტარი
პატრიარქი: სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლებას მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ ქართველ ხალხს ხელი შეუწყოს, რათა ქვეყანაში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ უწმინდესმა დიასპორის ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ილია მეორემ ქართული დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი საქმიანობა ქვეყნის უვიზო მიმოსვლაზე იმოქმედებს. „ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია, რომ ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას. უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. მინდა ვთხოვო საქართველოს ხელისუფლებას გაუადვილონ ქარველებს ჩამოსვლა სამშობლოში", - განაცხადა ილია მეორემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)