|
2019-05-23 18:02:46, 1390 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშილი: ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ ვაპირებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ აპირებს. როგორც მინისტრმა განმარტა, მევენახეობის დარგის სუბსიდირება სხვაგვარად - მივიწყებული ვაზის ჯიშების აღორძინების სახით მოხდება. „ყურძნის ფასის სუბსიდირებას ჩვენ არ ვაპირებთ - მარტივი და მოკლე პასუხი ეს არის. რაც შეეხება დარგის სუბსიდირებას, ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვაგრძელებთ, მათ შორის პროექტში „დანერგე მომავალი“ ვენახების გაშენებას ვაფინანსებთ. ჩვენ იშვიათ, თითქმის მივიწყებულ, მაგრამ პოტენციალის მქონე ვაზის ჯიშების რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას თანადაფინანსების რეჟიმში ხელს შევუწყობთ. ანუ, დარგის სუბსიდირება არის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ქვედარგის, მაგრამ ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ ვაპირებთ, ამაზე მკაფიოდ გიპასუხებთ. ყურძნის ფასს ბაზარი განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)