|
2019-05-23 14:09:01, 1167 ნახვა
კომენტარი
პრემიერი არჩევნებზე: უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ დისონანსი შეეტანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში, 19 მაისს ჩატარებულ რიგგარეშე, შუალედური არჩევნებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პრემიერმა არჩევნების მიმდინარეობის პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ხმის მმიცემის პროცედურა დემოკრატიული სტანდარტების დაცვით განხორციელდა. მან არჩევნებში მონაწილე ყველა პირს [შსს/ცესკო/დამკვირვებლები] მადლობა გადაუხადა. "მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო შუალედურ არჩევნებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, მას ესწრებოდნენ სადამკვირვებლო მისიები. იცით მათი შეფასებები და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სწორედ თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნისვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ყველა ოლქში ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს ჩვენ მეორე ტური, რომელიც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტურის დროს - მშვიდობიანად, დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სადაც მაცხოვრებლები მიიღებენ თავიანთ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტანათ დისონანსი, მათ ეს არ გამოუვიდათ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საარჩენო კომისიის წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და სამართალდამცველებს, რომლებმაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)