|
2019-05-23 12:36:07, 1094 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ე.წ. ნატურალური მეურნეობა სიღარიბის წყაროა, ფერმერმა პროდუქტი უნდა გაყიდოს
"მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაშინ, როდესაც ეს დარგი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 9%- ს გენერირებს. ეს არის სიღარიბის წყარო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ. ნატურალურ მეურნეობას საქართველოში მომავალი არ აქვს და ის სასოფლო სამეურნეო პროდუქტის რეალიზებამ უნდა შეცვალოს. "ყველა სხვა დარგთან შედარებით, თქვენ დარგს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ იცით, მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაშინ, როდესაც ეს დარგი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 9%- ს გენერირებს. ეს არის, ამავე დროს წყარო სიღარიბის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევის. მაგრამ, აქაც ჩემი პასუხი ყოველთვის ძალიან მარტივი იყო: ეს არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო - როდესაც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებულები, როდესაც მას მოჰყავს პროდუქცია, ის მოიხმარს მას პირადი მოხმარებისთვის, ვსაუბრობ ე.წ. ნატურალურ მეურნეობაზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა, უფრო მეტიც - ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემას, რასაც სიღარიბესთან ბრძოლა ქვია. მაგრამ, სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობს, რომ ფერმერებმა შექმნან პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია ბაზარზე, მიიღონ შემოსავალი და ეს შემოსავალი შემდეგ თვითონვე მოიხმარონ ისე, როგორც მათ აწყობთ, აქ არის სწორედ წარმატების ფორმულა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)