|
2019-05-23 12:33:13, 1132 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: „ოცნების“ ოპონენტი შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც სახელი გაითქვა
"მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ ოპონენტი შალვა შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული", – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა. თამარ ჩუგოშვილი გიგა ბოკერიას ურჩევს, შალვა შავგულიძეზე ისაუბროს. „სჯობს, ბოკერიამ თავის კანდიდატზე ისაუბროს. ჩვენი ოპონენტი იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული. ვინ ვისთან არის და ვინ ვისი სახელით იყრის კენჭს, ასე თუ ვსაუბრობთ, მაშინ პირველ რიგში მათ კანდიდატებთან არის კითხვები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა. გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ლადო კახაძე მაგალითია უპრინციპობის, როგორც პოლიტიკოსი. მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)