|
2019-05-23 11:41:01, 1996 ნახვა
მსოფლიო
დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო
დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები იწყება, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირის 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დაახლოებით 427 მილიონი ადამიანი მივა. მედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი 4 დღეს გაგრძელდება, ხოლო შედეგები 26 მაისს გახდება ცნობილი. საკუთარ არჩევანს პირველები ბრიტანელები და ნიდერლანდელები დააფიქსირებენ. პარასკევს არჩევანს ირლანდიელები დააფიქსირებენ. შაბათს არჩევნები ჩატარდება ლიტვაში, მალტასა და სლოვაკეთში, დანარჩენი ქვეყნები კი მათ კვირას შეუერთდებიან. ამასთან, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და კვიპროსზე ხმის მიცემა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩევლებს ჯარიმა ემუქრებათ. ევროპარლამენტში 751 ადგილია, დიდ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი 705 ადგილი დარჩებოდა. ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები 2014 წლის 22-25 მაისს გაიმართა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)