|
2019-05-22 16:40:23, 1332 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე პრემიერის პარლამენტში მისვლაზე - არ მგონია, კომპეტენტური იყოს, სჯობს დავასვენოთ
„პარასკევია, შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავასვენოთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 31 მაისს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ პრემიერ-მინისტრს ვიზიტს. დეპუტატი მამუკა ბახტაძის პარლამენტში მისვლის აზრს ვერ ხედავს და მას არაკომპეტენტურს უწოდებს. “დაბარებულია პრემიერ-მინისტრი და მე არა მგონია, რომ ის რამეზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური იყოს. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ, ან იმ კაცმაც. პარასკევია, შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავასვენოთ. ხუთშაბათობითაა ის მთავრობის სხდომაზე მუშაობას მიჩვეული, გამოძახებით და პარასკევს, მე მგონი, სამდღიანი დასვენება ჩავუშალეთ. აზრს მე ვერ ვხედავ საერთოდ პრემიერ-მინისტრს, რომ რაიმე კითხვა დაუსვას ადამიანმა“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)