17:32 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 12:52:33, 746 ნახვა

რეგიონი
აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში - ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის ნაწილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომამდე გადადების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს. 

ისინი ითხოვენ ოპოზიციის ლიდერს, ასლან ბჟანიას, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს. 16 მაისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ადგილობრივმა) განცხადება გაავრცელა, რომ მათი ლიდერი მოწამლული იყო, რადგან  სისხლში ვერცხლისწყალი აღმოაჩნდა. ბჟანიას მხარდამჭერებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომამდე გადადებულიყო.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა  20 მაისს დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას მხარი არ დაუჭირა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები მასშტაბურ გაფიცვას აანონსებენ.

ასლან ბჟანია 18 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსგავსი სიმპტომებით ჰოსპიტალიზებული იყო მისი დაცვის ორი წევრიც. 2 მაისს ოპოზიციამ ბჟანია  მისი რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.  

17 მაისს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელმაც 20 მაისიდან, ე.წ. გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გარემოებების გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics