|
2019-05-19 22:42:58, 1287 ნახვა
კომენტარი
სანდრა რულოვსი: არჩილ თალაკვაძე ჩემი ასისტენტი იყო, ახლა კი ჩემს წინააღმდეგ წავიდა - ამას არ ვაპატიებ
„არჩილ თალაკვაძე 2013 წლამდე ჩემი ასისტენტი იყო - რამდენი სარეკომენდაციო წერილი დამიწერია ამ ბიჭისთვის, რამდენი რამ გამიკეთებია, ეხლა კი, ჩემს წინააღმდეგ წავიდა“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ ზუგდიდის მერობის არჩევნებში ხალხი გაიმარჯვებს. „თალაკვაძე რომ ლაპარაკობს, წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ამის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე. ის იყო ჩემი ასისტენტი 2013 წლამდე. ჯენევაში როცა დავდიოდი კონფერენციებზე და გრანტებს მოვიპოვებდი საქართველოსთვის, ის იყო ჩემი ასისტენტი. სირცხვილია უბრალოდ აქ რომ ცდილობს ჩემს წინააღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელი ერთად ვთანამშრომლობდით, რამდენი სარეკომენდაციო წერილი დამიწერია ამ ბიჭისთვის, რამდენი რამ გამიკეთებია, ეხლა კი, ჩემს წინააღმდეგ წავიდა. დღეს შევიკავე თავი, დავინახე ეზოში მშვიდად იდგა, მაგრამ ეხლა რას მაიმუნობს შიგნით და რას მავნებლობს, ძალიან კარგად ვიცი. ამას არ ვაპატიებ, იმან მაინც უნდა იცოდეს მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან. ის უყურებს ეხლა ბიძინა ივანიშვილი როგორ დაუკრავს ტაშს, მე კი ველოდები ხალხის გამარჯვებას. მე მამოძრავებს ხალხი, რომელსაც ცრემლი აქვთ თვალზე როდესაც მაცილებენ, თქვენ იმედი გვაქვს და ბოლო იმედი თქვენ ხართო. ის იმ იმედით დგას აქ, რომ ივანიშვილმა პრემიები გადაურიცხოს ან პრემიერად დანიშნოს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)