|
2019-05-19 18:37:23, 1282 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ჟურნალისტის დაკავებაზე: ეს იყო პროვოკაცია, რომელიც სამართალდამცავებს დაბრალდათ
"შეტევა არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე presa.ge-ს დირექტორის, გიორგი კაპანაძის დაკავების ფაქტს. მისი შეფასებით, ეს იყო პროვოკაცია, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დაბრალდა. "შეტევა არის საუკეთესო საშუალება, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, თავდაცვის, როდესაც ადამიანები მიდიან პროვოკაციაზე და ეს ბევრჯერ ვნახეთ ჩვენ დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ისინი ცდილობენ პროვოკაცია მეორე მხარეს დააბრალონ და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ამას სამართალდამცავებს აბრალებენ. მე სამართალდამცავ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს მადლობა არა შემთხვევით გადავუხადე , ისინი ყველა უბანზე ძალიან სწორად, კანონის ჩარჩოებში და კანონის ნორმების ზედმიწევნით სწორად დაცვით ახორციელებდნენ თავის უფლებამოსილებას. ამიტომ ხდება ისე, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად დღეს, მთელი დღის განმავლობაში, არანაირ სერიოზულ ექსცესს, რეალურად, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახენებთ, რომ სამართალდამცველებმა ზუგდიდში, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოგვიანებით კაპანაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)