|
2019-05-19 14:52:22, 1487 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე „რუსთავი-2“-ს: მოსყიდვის შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, ჯილდოს არ დააწესებდით
„მოსყიდვის, ან დაშენების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოების დაწესება არ მოგიწევდათ" - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შეკითხვას ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საარჩევნო უბნებთან მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება. „რეალური, ხაზს ვუსვამ, რეალური ინფორმაცია რაიმე მოსყიდვის, დაშინების ან მსგავსი არაკანონიერი ქმედების შესახებ რომ გქონოდათ, მაშინ არ მოგიწევდათ ჯილდოების დაწესება მოსყიდვის დაბრალებისათვის. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია, რასაც მე გეუბნებით. ე.წ. ჯილდო იმისთვის დაწესდა, რომ ინფორმაცია წამოსულიყო და ვინმეს დაბრალებოდა მსგავსი ფაქტი, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები რეალურად არ ფიქსირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, მანამდე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)