|
2019-05-19 13:40:03, 1353 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: „ევროპული საქართველო“ მარნეულში სიტუაციას ხელოვნურად ძაბავს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ევროპული საქართველო" მარნეულში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს. თუმცა, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით მარნეულშიც სიმშვიდეა და ამისათვის პარტიის აქტივისტებს მადლობას უხდის. "მოვუწოდებთ ჩვენს აქტივს, არავის მისცენ საშუალება დემოკრატიულ პროცესში დისონანსი შეიტანონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტივისტები სწორად და კარგად არიან მობილიზებულები, მაგრამ დამატებით მინდა მოვუწოდო, რომ იმ პროვოკაციებს, რომელსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე, განსაკუთრებით ზუგდიდში, არ წამოეგონ. ეს არის მათი ვალდებულება და უნდა შეასრულონ. გარკვეული პროვიკაციული ფონი შეინიშნება მარნეულშიც, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ხელოვნურად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა, ჯერჯერობით იქაც ყველაფერი მშვიდადაა ჩვენი აქტივისტების და წარმომადგენლების მეშვეობით და ამისთვის მათ დიდი მადლობა",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)