|
2019-05-19 13:38:51, 1361 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: რიგი ძალები ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრის შექმნას მიზანმიმართულად ცდილობენ
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულ პროვოკაციებს სწორედ ამ ოლქში აწყობს. "კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,მაქსიმალური ყურადღება ზუგდიდისკენ მიაპყრონ, რადგან ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრის შექმნას. თქვენ ნახეთ აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ე.წ. "ადუღებაზე" და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ. ეს გასაგებია, რომ მათი მიზანია, წინა პერიოდშიც ჩანდა, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს სადამკვირვებლო პარტნიორებს ვთხოვთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდს მიაპყრონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)