|
2019-05-19 13:07:30, 1212 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: ისეთ დასკვნას გააკეთებენ NGO-ები და ეუთო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნა, დედის იავნანად მოეჩვენებათ
"ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამტკიცებს, რომ ხელიუსუფლება არჩევნების გაყალბებას ყველა გზით ცდილობს. როგორც ვაშაძემ ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ყველა კანონიერ გზას მიმართავს, რომ დარღვევების ფაქტები აღკვეთოს. "უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება რუხში. იცით, რომ დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ასევე ზუგდიდის მე-9 უბანზე ტელეკამერებით მოსყიდვის ფაქტები, კოკში უკვე დაიწყეს კრიმინალებმა დაიწყეს ცემა-ტყეპა. მე-18 უბანზე 50 ბანდერლოგი კურსირებს და ალბათ, მითითება აქვთ მიცემული, როდის უნდა დაიწყონ. ისევ ჩაატარებენ სპეცოპერაციას დამიჯერეთ. ჭკვიანი ადამიანი იდიოტისგან იმით გამოირჩევა, რომ სწავლობს თავის შეცდომებზე, ესენი კი, თავის შეცდომებზე ვერ ისწავლიან. პირდაპირ საარჩევნო უბნის წინ დაფიქსირდა მოსწყიდვის ფაქტები, როდესაც უტიფრად ამბობენ, რომ ვალი იყოო. ანუ 19 მაისს დაელოდა, რომ არჩევნების დღეს გადაეხადა ვალი. ხელისუფლება ვერაფერს ვერ სწავლობს, მაგრამ, გამომდინარე იქიდან რომ უამრავი დამკვირვებელია, ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ. დამერწმუნეთ, რომ პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. მერწმუნეთ ისეთ დასკვას გააკეთებენ ჩვენი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ეუთოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნა, ამათ დედის იავნანად მოეჩვენებათ", - განაცხადა ვაშაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)