|
2019-05-19 13:12:04, 1289 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - კოორდინატორების შევიწროებაა კანონდარღვევა და არა მათი უბანზე ყოფნა
საარჩევნო უბნებზე კოორდინატორების ყოფნა ამომრჩევლის მობილიზების ერთ-ერთი კანონიერი ფორმაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონს ისინი არღვევენ, ვინც კოორდინატორებს ავიწროებს. „რაც შეეხება კოორდინატორების ყოფნას საარჩევნო უბნებთან, - ეს, რატომღაც, ყველა არჩევნების წინ დიდი აჟიოტაჟის საგანი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონდარღვევა ეს არ არის. სიები და ინფორმაციები რომლებიც მათ აქვთ, არის აბსოლუტურად ღია წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია, ეს არის ან გამოქვეყნებული ღია სიები, ან კარდაკარიდან მოპოვებული ინფორმაცია. შესაბამისად, ეს არანაირი კანონდარღვევა არაა, პირიქით - ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი აქვს მათი შევიწროების მცდელობას, თავდასხმის მსგავს ქმედებებს და ჩემი აზრით, ესაა სწორედ უკანონო. ამიტომ, ვისაც აქვს უფლება საარჩევნო უბანთან იდგეს და არ არღვევს კანონს, ამ ხალხის შევიწროება არ არის სწორი, ვაცადოთ ამ ხალხს თავისი საქმის გაკეთება, ისინი ემსახურებიან ერთადერთ მიზანს, რომ ამომრჩევლის მობილიზებას ჰქონდეს ადგილი. ამომრჩევლის მობილიზება კანონიერი ქმედებაა და ყველა საარჩევნო პროცესში გამოიყენება. ესთეტიკურად ეს როგორ გამოიყურება და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს სხვა საკითხია, შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩევლის მობილიზების სხვა ფორმები უკეთესია და სამომავლოდ შევთანხმდეთ, რომ სხვა ფორმები გამოვიყენოთ, მაგრამ უკანონო ამ ქმედებაში არაფერი არ არის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)