|
2019-05-18 11:00:47, 4009 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს. „გეგმები ძალიან კონკრეტულია, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და პრაქტიკული ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული, რაც მოგვცემს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მან ადმირალ ნილსონსა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე. „2016-2019 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა - როგორც პარტნიორმა ქვეყანამ ავიღეთ პასუხისმგებლობა ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა შემდგომ პერსპექტივაზე - მორიგ ნატო-საქართველოს სწავლებაზე, რომელიც იქნება მასშტაბებით განსხვავებული და სხვადასხვა ელემენტისგან შემდგარი, როგორიც არის ამფიბიური და სახმელეთო კომპონენტი“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს, რაც ნატოს გენერალური მდივნის ყოველწიურ ანგარიშშიც ხაზგასმით აღინიშნა. ლევან იზორიამ ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრის ნატოსთან თავსებადობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა აშშ-ის მე-2 ფლოტის სარდალს, ენდრიუ ვუდი ლუისს და დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღო მონაწილეობა. დაგეგმილია შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდთან და დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში. თავდაცვის უწყების დელეგაცია საქართველოს საელჩოში თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებასაც დაესწრება. აშშ-ში ვიზიტს ლევან იზორია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს, სადაც კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება.
(NS)
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)