|
2019-05-16 18:51:03, 1454 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და განსაზღვრული აქვს ის პრიორიტეტები, რომლებიც მას, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას ექნება. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ქვეყანა აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გასწიოს. „ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. პირველად ვხდებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. როცა ეს მომენტი დადგება, ჩვენ, ბუნებრივია, წარვადგენთ ჩვენს პრიორიტეტებს, რომლებიც უკვე განსაზღვრულია, თუმცა, ამასაც თავისი პროცედურები აქვს. ჯერ თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი გახდება და ის წარადგენს პრიორიტეტებს და შემდგომ, უკვე საქართველო. ბუნებრივია, ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ორგანიზაციის დღის წესრიგში, იქნება ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი თავმჯდომარის რანგში" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკიში, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს. სესია სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, ეძღვნება ორგანიზაციის დაფუძნების 70 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასასრულს, ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ფინეთისგან საფრანგეთის რესპუბლიკა გადაიბარებს, საფრანგეთის შემდგომ კი, თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)