|
2019-05-16 17:05:28, 1260 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზეც უნდა დაიწყოს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზუგდიდში სანდრა რულოვსის შტაბის წევრებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას გამოეხმაურა. ლომჯარია შსს-ს მოუწოდებს საქმე არა მხოლოდ ცემის, არამედ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც აღძრას. „ჩემთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტი. ველოდები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას არამხოლოდ ცემის, არამედ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიმართულებითაც დაიწყებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იმედი მაქვს, ეს გარემოება არ იქნება მხედველობის მიღმა დარჩენილი. ჩემი წუხილის საგანია ის, რომ დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს. მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს დაძაბულობა თავიდან ავირიდოთ“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, 14 მაისს, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდა რულოვსს უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა, სადაც ტელეკომპანია „ოდიში“ სანდრა რულოვსზე სიუჟეტს ამზადებდა. გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ოპერატორისთვის და ფოტოგრაფისთვის კამერების წართმევა სცადეს. კონფლიქტში სასახლის დაცვის თანამშრომლების ჩარევა გახდა საჭირო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)