|
2019-05-10 17:16:19, 1786 ნახვა
კომენტარი
გახარია: ჩვენი მიზანია ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და ნასამართლევ პირებს
"ამ რეგულაციით, ჩვენი მიზანია ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და ნასამართლევ პირებს", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ მთავრობის ინიციატივა. გახარიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ ინიციატივა ძალაში უახლოეს მომავალში შევა.
„ჩვენი მიზანი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ რეგულაციებით ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და ნასამართლევ პირებს. გარკვეული შემთხვევების შემდგომ, მას შემდგომ რაც გავაანალიზეთ სტატისტიკური მონაცემები და ვნახეთ, რომ მსუბუქი დაჭრების რაოდენობა იყო გაზრდილი, და ვნახეთ, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზები, ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დღეს ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ახლო მომავალში შევა ძალაში. ძირითადი მიზნები, გახლავთ ის, რომ პირველ რიგში არასრულწლოვნების ცივ იარაღზე წვდომა იყოს შეზღუდული, ნასამართლევი პირების წვდომა იყოს შეზღუდული. შესაბამისად, ამას აქვს ძალზედ სერიოზული პრევენციული ძალა. მთავრობამ მხარი დაგვიჭირა და იმედია პარლამენტში სწრაფად გავივლით ამ ცვლილებებს",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)