|
2015-06-27 10:34:17, 525 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 2015 წლის 26 ივნისს ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რასაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. ქართული მხარე საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ტერორისტული აქტების ზრდის ტენდენციას, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტის"(ISIL) მიერ ჩადენილ განსაკუთრებული სისატიკის დანაშაულებს, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში. „ვიმედოვნებთ, მსოფლიო კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას ამ გამოწვევის დასაძლევად და მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ერთიანი რეაგირებისას, რათა არ გაიმარჯვოს ტერორისტების მცდელობამ, რელიგიური და კონფესიური ნიშნით განხეთქილება შეიტანონ ცივილიზებულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს ქუვეითის, ტუნისის, საფრანგეთისა და იმ ქვეყნის მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა ტერორისტულ თავდასხმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)