21:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 13:07:51, 1284 ნახვა

რეგიონი
ქვემო სილეზიის დელაგაციია აჭარას სტუმრობს

აჭარას პოლონეთიდან ქვემო სილეზიის დელეგაცია სტუმრობს. დღეს, დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უმასპინძლეს. შეხვედრაზე პოლონელ სტუმრებს  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები გააცნეს. მხარეებმა ტურიზმის მიმართულებით ქვემო სილეზია-აჭარის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს და პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გაუსვეს ხაზი. 

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება წლებია ხორციელდება. მზარდია რეგიონში პოლონეთიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, რაც გასულ წელს 11,5%-იან მატებას ითვალისწინებდა. 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს პოლონური ავიაკომპანია „Enter Air“. ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის კუთხით, დეპარტამენტი  ყოველწილურად მონაწილეობას ღებულობს ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. 10 მაისს, კი ქვემო სილეზიის სტენდი "EXPO BATUMI TRAVEL“-ზე იქნება წარმოდგენილი.

დელეგაციაში ქვემო სილეზიის მარშალის მოადგილე, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ვიცე-მარშალი და ქვემო სილეზიის მთავრობის წევრები იმყოფებიან. ისინი რეგიონში 11 მაისამდე დარჩებიან, დაათვალიერებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და დაესწრებიან "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019"-ს გამოფენას. ასევე, შეხვედრებს გამართავენ აჭარის უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მენეჯმენტთან.

 

  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics