|
2019-05-08 11:26:58, 1828 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: ეჭვის საფუძველი არის - გამოძიებას უნდა დაველოდოთ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიგურირებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეჭვის საფუძველი არსებობს და საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ. "იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე, აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება თემირლან მაჩალიჩაკაშვილის საქმეს, ის აბსოლუტურად განყენებულია და ამ საქმესთან კავშირში არ არის. შესაბამისად, ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და ველოდებით დასკვნებს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება რომ ეს საქმე ორი თვის ვადაში სავარაუდოდ, დასრულდება", - განაცხადა სესიაშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის მომზადებას ედავება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)