|
2019-05-04 15:35:43, 2361 ნახვა
მსოფლიო
ქუვეითში რუსეთის ელჩი ადგილობრივ კრიმინალებს ალკოჰოლით ამარაგებდა
ქუვეითში რუსეთის ელჩი ნიკოლაი მაკაროვი ადგილობრივ კრიმინალებს ალკოჰოლით ამარაგებდა, - ამის შესახებ newsru.nl იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქუვეითში რუსეთის საელჩო მას შემდეგ გაეხვა სკანდალში, რაც რუსი დიპლომატები ალკოჰოლით უკანონო ვაჭრობაში ამხილეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ალკოჰოლის გაყიდვა კანონით აკრძალულია და ამ კანონის დარღვევა სიკვდილით ისჯება. მედიის ცნობით, ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელ დიპლომატებს კანონით აქვთ უფლება თვეში გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლი მიიღონ, აგრეთვე გამონაკლისია სხვადასხვა ღონისძიებები და დღესასწაულები. დადგინდა, რომ რუსეთის ელჩი საელჩოს ყველა თანამშრომელს პირადად აკონტროლებდა, რათა მათ ალკოჰოლის გაყიდვა თვითნებურად არ ეწარმოებინათ. უკანონო სქემაში დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. კანონის თანახმად, საელჩოს მომსახურე პერსონალი 3 თვის განმავლობაში 4 ბოთლ ღვინოს, 2 ყუთ ლუდს და 4 ბოთლ სხვა სახის ალკოჰოლს იღებს. დიპლომატებისთვის ბევრად მეტი ალკოჰოლი არის გათვალისწინებული. [6 ბოთლი არაყი, 6 ბოთლი ღვინო და 4 ყუთი ლუდი]. ელჩი მაკაროვი პირადად აგვარებდა საკითხს რათა ალკოჰოლის დადგენილი ოდენობა, უფრო მტი ყოფილიყო. ასევე, ხშირად აწყობდა სხვადასხვა ღონისძიებებს, სადაც გამონაკლისის სახით ალკოჰოლი დასაშვები იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ საელჩოს რიგითი თანამშრომელი წელიწადში 20 ათას დოლარს გამოიმუშავებდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ელჩის შემოსავალი ალკოჰოლის უკანონო ვაჭრობიდან მიღებული. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)