20:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 16:28:46, 1498 ნახვა

რეგიონი
საგარეჯოში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საგარეჯოში, სოფელ ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის, ელზა ტაველიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ის საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას  შპს „ტრამვატოლოგში“ განაგრძობს.

როგორც გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის განყოფილების გამგემ, ევგენი ნიკოლაიშვილმა განაცხადა, პაციენტი კომაში მყოფი შეიყვანეს საავადმყოფოში.

„ქალბატონი შემოყვანილია დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე, თავის ცეცხლნასროლი ჭრილობით, კომა. ჩვენს კლინიკაში გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარდა თავის ტვინის შეშუპების პრევენცია, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და გადაყვანილ იქნა თბილისში. სასიცოცხლო მაჩვენებლები, ჰერმოდინამიკა სტაბილური იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად დამძიმება“, - აღნიშნა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის განყოფილების გამგემ.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. , ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. მამაკაცი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics