|
2019-05-03 15:27:03, 1931 ნახვა
კომენტარი
ნუკრი ქანთარია - ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე იყოს
"განათლების შესახებ კანონში" ცვლილების შეტანის ერთ-ერთი ინიციატორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სიტყვა "ლიბერალურმა" პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. მისივე განმარტებით, კანონიდან ხსენებული სიტყვის ამოღება ამიტომ იყო სასურველი. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს ტერმინი არც ბავშვთა კონვენციაში და არც ბავშვთა შესახებ კანონში არ გამოიყენება. "ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი, ამიტომ ამის თაობაზე არანაირი ხინჯი არ მაქვს. უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ შესავალში ყველაფერი ის იყო, რაც ბავშვის სულისკვეთებას, მისი ღირებულებების გაცნობიერებას ეხება, რამაც მას ფართო გზაზე გასვლის საშუალება უნდა მისცეს და რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე უნდა იყოს, თვითონ გადაწყვიტოს. ამდენად, ვფიქრობდით იმაზე, რომ ტერმინი, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით თავისუფლებას, თანასწორობას ნიშნავს და მან კაცობრიობას ძალიან დიდი პროგრესი და სიკეთე მოუტანა. ამის მტერი არავინ არაა, უბრალოდ ის პოლიტიკური მიმდინარეობაა , ამიტომ ჩავთვალეთ, რომ რადგან არც ბავშვთა კონვენციაში და ბავშვთა კოდექსში არ წერია ეს ტერმინი, ვფიქრობდით, რომ აქაც შეიძლებოდა არ ყოფილიყო, ეს არის და ეს. მაგრამ ხელოვნურად მათ ეს გადაიტანეს ძალიან რადიკალურ სივრცეში, კურსი აქეთ თუ კურსი იქით", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. მისი თქმით, თანამოაზრეებთან ერთად, ამ კანონს პარლამენტში განსახილველად ხელახლა შეიტანენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)