|
2019-05-03 12:59:57, 1930 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი: გვაქვს მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენის გაზრდას უკავშირდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან რუსეთის ზეგავლენის გაზრდის შემცირებისთვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სუს-ისთვის პრიორიტეტული არ არის. "გვაქვს მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენის გაზრდას უკავშირდება, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ამაზე სათანადო ახსნა სუსი-სგან ვერ მოვისმინეთ. როგორც ჩანს, არ არის მათი პრიორიტეტების რიცხვში, რომ რეალურად ის ღონისძიებები განახორციელონ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ზეგავლენის გაზრდას უპირისპირდება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. დეპუტატმა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და სიტუციის შესასწავლად საპარლამენტო კომიისიის შექმნის სურვილი გამოთქვა. "ხელისუფლებამ დღემდე არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ამ ძალიან სენსიტიური პრობლემისთვის რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებულიყო. თუ პარლამენტში შესაბამისი კომისია შეიქმნება, რომელიც ვითარებას შეისწავლის, ამას მივესალმები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილვები ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით მიმდინარეობდეს. ეს, ვფიქრობ, იმ შეშფოთებას გაანეიტრალებს, რომელიც ამ საკითხზე ჩვენს ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)