|
2019-05-02 19:47:54, 1918 ნახვა
კომენტარი
გახარია - ადამიანები, რომლებიც პოლიციელს „მიჩმორებულს“ უწოდებენ, ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ
"ადამიანები, რომლებიც ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გახარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა: „მინდა მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ასევე თითოეულ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, თითოეულ რიგით თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად იმიტომ, რომ სხვანაირად ის რაც დღეს აქ ხდება, როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, ეს ადამიანები ჩვენ მომავალს ვერ შექმნიან. ამ ადამიანებს ჩვენი მომავალის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)