|
2019-05-02 16:41:31, 1896 ნახვა
კომენტარი
გახარია ვიზალიბერალიზაციაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა შეჩერების მექანიზმის რისკის წინაშე არ დადგეს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის და მისი უწყების ძირითადი ამოცანაა ვიზალიბერალიზაციის საკითხში თავშესაფრის მაძიებლებისა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის სტრუქტურირებული კავშირი არ მოხდეს. როგორც გახარიამ პარლამენტში განაცხადა, გარკვეულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა ზოგ ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. "ვიზალიბერალიზაციის საკითხში ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, რომ არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების და ორგანიზებულ დანაშაულს შორის სტრუქტურირებული კავშირი, რასაც ვებრძვით ჩვენც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და იმ ატაშეების ქსელით რომელიც გვაქვს. რეალურად თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მართლა გვაქვს დამძიმებული მონაცემები. პირველ რიგში ეს გახლავთ საფრანგეთი, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა შეჩერების მექანიზმის რისკის წინაშე არ დადგეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ წილად პარლამენტის ჩართულობას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტშია და შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენ მოგვიწიოს ჩვენი საერტაშორისო პარტნიორების შეშფოთებებს ვუპასუხოთ კონკრეტული ნაბიჯებით. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს იყოს მძიმე და არა სასურველი ნაბიჯები, რომლის გადადგმა არ გვინდოდეს, თუმცა მოგვიწიოს, იმისათვის რომ დიდი სიკეთე ამ ქვეყნისთვის შევინარჩუნოთ. რას ნიშნავს საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმი დარწმუნებული ვარ, რომ ამის ახსნა არ მჭირდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)