|
2019-05-02 16:22:08, 1996 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია პირადი ცხოვრების დაცულობაზე - ამ მიმართულებით სუსტად ვართ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრის გავრცელების პირველწყარო დადგენილი იქნება. გახარიამ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა ქართული საზოგადოებსი პირადი ცხოვრება ქვეყანაში დაცული. „ყველაფერი შედარებითია ქალბატონო ეკა. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ, არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ ვთქვათ დაცულები არ ვართ. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით სუსტად ვართ და აქ ბევრი გვაქვს სამუშაო საერთაშორისო პარტნიორობის ნაწილშიც. მე სპეციალურად არ გავაკეთე რაღაც კონკრეტული დაპირებები, თუმცა ის, რაც ჩვენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დაპირებები გავეცით, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური იურიდიული მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)