|
2019-04-30 17:06:30, 1265 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ხომალდის „HMS ECHO“ ეკიპაჟის წევრებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ ,,HMS ECHO"-ს ეკიპაჟის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, რისი კიდევ ერთი დასტურიც ბრიტანული ხომალდის უკვე მეორე ვიზიტია რეგიონში. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარას, მისი ზღვისპირა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკური, ტურისტული თუ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში. „დინამიურად ვითარდება ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიტანეთის სამეფო არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ამ მიმართულებით“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბრიტანულმა ინვესტიციებმა და გასულ წელს პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობამ 203,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტების ნაკადი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველკვირეულად ხორციელდება ხუთი პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით. ბრიტანული ხომალდის „HMS ECHO-ს" შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)