20:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 16:56:00, 1228 ნახვა

რეგიონი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 15 აპრილს დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები. 22-ე კმ-ზე ჩამოსული ლოდების გაწმენდა უკვე დასრულდა, ხოლო 25-ე კილომეტრზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების  დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება.

„ამ დროისთვის, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18 - კმ72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას.

აღნიშნული მონაკევთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტარქტორი ორგანიზაცია აქტიურად გააგრძელებენ სამუშაოებს რათა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგეს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics