20:25 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 15:30:52, 1137 ნახვა

რეგიონი
დუბაის გამოფენაზე მთიანაჭარაში მოგზაურობით დაინტერესდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ATM 2019” გაუწია. მსოფლიოში უმსხვილესი გამოფენის ვიზიტორები აჭარის კუთხესთან მთიანაჭარაში მოგზაურობითა და ეკოტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. 

დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 150-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის 2500 კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში გამოფენას დაახლოებით 40 000 ვიზიტორი სტუმრობდა. 

არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა მზარდია. გასულ წელს, რეგიონში 11%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რასაც ხელს უწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე პირდაპირი ფრენები დუბაისა და ბათუმს შორის. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს  პოპულარიზაციას 27 ტურისტულ გამოფენაზე უწევს. მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, ბარსელონას, პეკინის, პარიზისა და მადრიდის გამოფენები. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics