20:25 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 14:28:09, 1173 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ძველი სანავიგაციო ნიშნები ახალი ერთეულებით ჩანაცვლდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურმა“ ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ძველი სანავიგაციო ნიშნები ახალი ერთეულებით ჩაანაცვლა.

ჰიდროგრაფიული სამსახურის ტექნიკურმა ჯგუფმა სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ფარგლებში ბათუმის პორტის აკვატორიაში საღუზე წერტილებში  განთავსებული ძველი ამორტიზირებული სარყეები და მათი საღუზე მოწყობილობები  ახალი ერთეულებით ჩაანაცვლა, რომელბზეც   IALA-ს ინდუსტრიული წევრი კომპანია  SABIK-ის მიერ წარმოებული სანათი მოწყობილობები იქნა დამონტაჟებული.

აღსანიშნავია, რომ ჰიდროგრაფიული სამსახური  სისტემატიურად ახორციელებს  სანავიგაციო ნიშნების   კონტროლს და გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics