|
2019-04-27 14:08:41, 2876 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს, - ამის შესახენ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. „ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ასეთი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ“, - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 24 აპრილს რუსეთმა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურები გაამარტივა. შესაბამის ბრძანებას ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. აღნიშნული ბრძანების შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადს 3 თვის ვადაში განიხილავენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)