|
2019-04-26 14:13:02, 2931 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის პროკურატურამ Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მიზეზი სოციალური ქსელის 1.5 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების "უნებლიეთ" მიღება გახდა. როგორც პროკურორმა განმარტა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-ი მომხმარებლების უფლებებს ვერ იცავს და პირადი ინფორმაციის "გაჟონვა" ხდება. ამასთან, ჯეიმსი ვარაუდობს, რომ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ინფორმაცია კომპანიამ არასათანადოდ მიიღო, შესაძლოა 100 მილიონ მომხმარებელზე მეტი იყოს. პროკურორი აცხადებს, რომ ასეთი ფაქტებით კომპანია ამტკიცებს, რომ Facebook-ი ადამიანების ინფორმაციის დაცვის მხრივ თავის როლს სერიოზულად ვერ აღიქვამს. მომხდარს კომპანია უკვე გამოეხმაურა. როგორც Facebook-ის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ნიუ-იორკის გენერალურ პროკურატურასთან მუდმივ კონტაქტშია და მზად არიან ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცენ. გარდა ამისა, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის გამოძიების შედეგების მიხედვით, Facebook-ს, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვისთვის, 3-5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
ცნობისთვის, გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Facebook-ის უსაფრთხოების სისტემაში უკანონოდ შეღწევის გამო, სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ჰაკერების ხელშია. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 6 აპრილს Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)