|
2019-04-25 12:31:02, 2976 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა დასრულდა - რა კომენტარები გააკეთეს ლიდერებმა
ვლადივასტოკში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირველი სამიტი დასრულდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოლაპარაკებები ორ ლიდერს შორის თითქმის 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პირველი სამიტის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო. "ჩვენ საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაზე და ორმხრივი კავშირის განვითარებაზე", - აღნიშნა პუტინმა. თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც კარგად წარიმართება. "პირისპირ შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის დეტალები. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ჩვენი შეხვედრები ასეთივე კონსტრუქტიული იქნება", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)