|
2019-04-25 12:21:31, 2936 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო - ვლადიმერ პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა არის რუსეთის მცდელობა, დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე სამხედრო ყოფნა გაამართლოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. იფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება. „ეს არის პუტინის მცდელობა გაამართლოს და დააკანონოს რუსეთის სამხედროების ყოფნა დონბასის ოკუპირებულ ნაწილში“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. ცნობისთვის, ამ განცხადებით პეტრო პოროშენკ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ რუსეთი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურებს ამარტივებს. შესაბამის ბრძანებას ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული ბრძანების შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადს 3 თვის ვადაში განიხილავენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)