|
2019-04-25 12:19:28, 1458 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, კულინარიის ხელოვნებას სამუშაოს 23 მაძიებელი ეუფლება
კულინარიის ხელოვნებას დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში სამუშაოს 23 მაძიებელი ეუფლება. „პროფესიული მომზადება/გადამზადება’’ ოთხი თვე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან : მენიუს აღწერას, რეცეპტისა და ტექნოლოგიური ბარათის გამოყენებას. კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრა; საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის პირველადი და მექანიკური დამუშავება; ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება; მარტივი კერძების მომზადება; ქართული სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძების მომზადება; საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძების მომზადება. კულინარიის ხელოვნების სპეციალისტი (მზარეული) არის საჭმლის მომზადების ოსტატი. მზარეულის პროფესია გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი კერძების მომზადებას, გაფორმებას და მიწოდებას. იგი სპეციალური რეცეპტით ამზადებს კერძებს, მაგრამ თავისი გემოვნებით შეუძლია მისი შეცვლა. მზარეულის პროფესია მოთხოვნადია ნებისმიერ დარგში: სკოლებში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში, ფაბრიკა-ქარხნების სასადილოებსა და თანამედროვე ოფისებში, რესტორნებში, სამხედრო-საზღვაო დაწესებულებებში, სასტუმროების ბიზნესში მზარეულის პროფესია გადამწყვეტია. სასტუმროებში მზარეულები ასრულებენ პრაქტიკულად ყველაფერს დაწყებული კერძების მომზადებით და დამთავრებული საუზმითა და დესერტით. ისინი ასევე, მონაწილეობენ სამზარეულო მოწყობილობების შეძენის პროცესში, ადგენენ მენიუს,თვალს ადევნებენ იმას, რომ სასტუმროში პროდუქტები იყოს ახალი და მის მომზადებას მალევე შუდგნენ. მზარეულს ასევე შეუძლია დაკავდეს საკუთარი საქმით-გახსნას თავისი რესტორანი.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)