19:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 18:11:11, 1265 ნახვა

რეგიონი
შუახევში, მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, რეგიონში მრჩეველთა საბჭოებთან მომუშავე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის:

მოისმინეს სოციალური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ დავითაძის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;

საზაფხულო იალაღებზე ენერგო მომარაგების მდგომარეობაზე და შუახევის მერიის 2020 წლის ინფრასტრუქტურულ პრიორიტეტებზე ისაუბრა მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით დავითაძემ.

სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს საბჭოს წევრების შეკითხვებს. განიხილეს ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა შუახევში მაისის თვეში ჩაინიშნა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics