19:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 11:18:25, 1396 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს დაეხმარება

სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხ ოჯას აჭარის მთავრობა ფინანსურ დახმარებას სარეზერვო ფონდიდან გაუწევს.

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.

კომისიის რეკომენდაციით, სარეზერვო ფონდიდან ოთხი ოჯახისათვის ჯამში 69 132 ლარი გამოიყოფა. აქედან 25,000 - 25,000 ლარს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ორი ოჯახი საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცვლეობისათვის მიიღებს. დარჩენილი თანხა კი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორ ოჯახზე, საცხოვრებლის აღდგენისათვის გადანაწილდება.

მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 244, 919 ლარი გამოიყო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics