11:09 - 19 Aug, 2026
|
2019-04-22 11:48:14, 3333 ნახვა
მსოფლიო
„ავიაბილეთი უკვე ნაყიდი მაქვს“ - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია Наш-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მან კიევის მიმართულებით ავიაბილეთი უკვე შეიძინა. ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნა მოითხოვა. მისივე განმარტებით, მან იურისტის მეშვეობით უკრაინის უშიშროების სამსახურს უკვე მიმართა. "როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. დიდი უსამართლობაა, როდესაც იმ ქვეყნიდან მაგდებენ, რომელიც მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო. ბოლო წლები უკრაინაში მაქვს გატარებული და ძალიან მინდა ახლა კიევში ვიყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)