|
2019-04-22 11:37:15, 2916 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. როგორც პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, ის მზად არის უკრაინისთვის ბრძოლა გააგრძელოს. "ძვირფასო უკრაინელებო, ერთ თვეში დავტოვებ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას, ასე გადაწყვიტა უკრაინელი ხალხის უმრავლესობამ და ამ არჩევანს პატივს ვცემ. ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან. გავაგრძელებ უკრაინისთვის ბრძოლას. ჩემი გუნდი დაიცავს ყველა იმ წარმატებას, რომლის მიღწევაც წლების განმავლობაში, უკრაინელ ხალხთან ერთად შევძელით. ეს იყო ძალიან რთული 5 წელიწადი. ამ მძიმე პირობებში ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო. მზად ვარ დავეხმარო ახალ პრეზიდენტს, მისი სურვილის შემთხვევაში. მზად ვარ ვიმუშაო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად. დიდება გმირებს“, - განაცხადა პოროშენკომ. ცნობისთვის, 21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი შედეგებით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ხმათა უმრავლესობით (73%-ით) შოუმენი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაიკავებს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)